წესები და პირობები

მოხმარების წესები და პირობები

სუში ონლაინის მომსახურებით სარგებლობამდე გულდასმით წაიკითხეთ წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები და დარწმუნდით, რომ აცნობიერებთ და გესმით მისი შინაარსი.

ზოგადი დებულებანი

წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ პირობებს, რომელთაც სუში ონლაინი უდგენს მომხმარებელს (შემდგომში „თქვენ“) და რომელთა მეშვეობითაც რეგულირდება ურთიერთობა თქვენსა და სუში ონლაინის შორის.

სუში ონლაინი წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის მონაცემებია: შპს „სუშიონლაინ“; საიდენტიფიკაციო ნომერი: 402118980; იურიდიული მისამართი: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მოსე თოიძის ქ., N14, ბ. 3; ტელ: +995 322 42 20 20; ვებ-გვერდი: www.sushionline.ge, ელ. ფოსტა: info@sushionline.ge

სუში ონლაინი წარმოადგენს ვებ-გვერდის (შემდგომში „ვებ-გვერდი“) და მასთან დაკავშირებული უფლებების კანონიერ მფლობელს. გაითვალისწინეთ, რომ სუში ონლაინის ვებ-გვერდის www.sushionline.ge მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობა, კერძოდ, სუში ონლაინის პროდუქციის ან/და სხვა მომსახურების შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენ გამოთქვამთ თანხმობას წინამდებარე მოხმარების წესებსა და პირობებზე.

ვებ-გვერდზე სტუმრობით და შემოთავაზებული მომსახურების სარგებლობით თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სრულწლოვანი ან ვებ-გვერდს სტუმრობთ და სარგებლობით მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით ან წინასწარი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვით.

ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით თქვენ უნდა გაიაროს რეგისტრაცია პირადი მონაცემების შეტანის გზით, რათა მოგენიჭოთ იდენტიფიცირებული მომხარებლის ანგარიში და პაროლი. თქვენს მიერ ანგარიშის თითოეულ ჯერზე გამოყენებისას უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ვებ-გვერდის მეშვეობით.

1.  შეთანხმების საგანი

1.1.  შეთანხმების საგანს წარმოადგენს „სუში ონლაინის“ ვებ-გვერდის მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურების გაწევა, კერძოდ, ვებ-გვერდზე განთავსებული საკვები პროდუქციის (შემდგომში „პროდუქცია“) შეკვეთის საშუალებით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მიტანა ან წინამდებარე მოხმარების წესებისა და პირობების თანახმად სხვა მომსახურეობის მიღება, რის სანაცვლოდაც თქვენ უნდა გადაიხადოთ ვებ-გვერდზე განთავსებული და წინასწარ განსაზღვრული ფულადი თანხა.

1.2.  სუში ონლაინის უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება ვებ-გვერდის მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურების პირობებში და წინამდებარე მოხმარების წესებსა და პირობებში, შესაბამისი ინფორმაციული შეტყობინების საჯაროდ და თქვენთვის ხელმისაწვდომი ფორმით ვებ-გვერდზე გამოქვეყნების/შესაბამისი ცვლილების საშუალებით.

2.  მომსახურების პირობები

2.1.  შეკვეთა სრულდება ვებ-გვერდის მეშვეობით.

2.2.  შეკვეთის განხორციელების მიზნით თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე და მოახდინოთ თქვენი ანგარიშით ავტორიზაცია.

2.3.  პროდუქციის შერჩევა ხდება ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის კალათაში დამატების საშუალებით. აგრეთვე, თქვენ შესაბამისი წესით უნდა მიუთითოთ სარგებლობთ მიტანის მომსახურეობით, თუ გსურთ პროდუქციის ადგილზე სუში ონლაინის სამზარეულოდან მიღება (შემდგომში "სამზარეულო").

2.4.  ადგილზე პროდუქციის მიტანის მომსახურება ხორციელდება ქ. თბილისის ფარგლებში. ამ მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ შესაბამისი მისამართი მხოლოდ ქ. თბილისის ფარგლებში, რომელზეც გსურთ პროდუქციის მიღება.

2.5.  შესაბამისი წესით უნდა აირჩიოთ გადახდის ფორმა (უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების ფორმა).

2.6.  უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საკრედიტო/სადებეტო ბარათის მეშვეობით შესაბამის გადახდის გვერდზე, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ფულის გადახდის მეშვეობით პროდუქციის ადგილზე მიტანის ან სამზარეულოში პროდუქციის მიღებისას სუში ონლაინის წარმომადგენლისთვის ნაღდი ფულის გადაცემით.

2.7.  შეკვეთის სრულყოფილად შესრულების მიზნით, თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი და შეავსოთ კომენტარის გრაფა, რომელშიც უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: პროდუქციის მიტანისთვის მისამართთან დაკავშირებული ინფორმაცია და დეტალები, როგორიცაა სადარბაზოს კოდი და სხვა; პროდუქციასთან დაკავშირებული კომენტარი; ინფომარცია თუ რამდენი პერსონისთვისაა განკუთვნილი შეკვეთა და სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სუში ონლაინის მიერ თქვენი შეკვეთის ჯეროვანი შესრულების მიზნით.

2.8.  შეკვეთის დასრულებისთვის თქვენ უნდა მონიშნოთ, რომ ეთანხმებით სუში ონლაინის მოხმარების წესებსა და პირობებს, რის შემდეგაც ვებ-გვერდზე გამოჩნდება შეტყობინება შეკვეთის დასრულების თაობაზე.

2.9.  სუში ონლაინი არაა პასუხისმგებელი სხვა ფორმით ან სხვა ნებისმიერი პირის ვებ-გვერდის/მომსახურების მეშვეობით პროდუქციის შეკვეთისას.

2.10. სუში ონლაინის შეკვეთისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ სუში ონლაინის მიერ შეკვეთის მიუწოდებლობის შემთხვევაში, რაც არ ვრცელდება თქვენს მიერ არასწორად მითითებული მისამართის ან/და სხვა არსებითი მონაცემის გამო შეკვეთის მიუწოდებლობაზე, თქვენს მიერ მიწოდებულ/მიტანილ შეკვეთაზე უარის თქმაზე, შეკვეთის მცირედი დაგვიანებაზე, შეფერხების ან სხვა შემთხვევებზე, ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა არ დაბრუნდება.

2.11.სუში ონლაინის წარმომადგენლის მიერ შეკვეთილი პროდუქციისგან განსხვავებული პროდუქციის მიტანის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ ასეთი შეკვეთა, მოითხოვოთ შეკვეთილი პროდუქციის ან გადახდილი თანხის დაბრუნება.

2.12.თანხის დაბრუნება ხდება 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში იმავე ფორმით და იმავე ანგარიშზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა ფორმითაც მოხდა თანხის გადახდა.

3.  სუში ონლაინი ვალდებულია:

3.1.  მიიღოს და შეასრულოს თქვენი შეკვეთა, მარაგში შეკვეთილი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში.

3.2.  შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) საათისა მიიტანოს პროდუქცია თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე.

3.3.  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები.

3.4.  მოგაწოდოთ ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქცია.

4.  თქვენ ვალდებული ხართ:

4.1.  სუში ონლაინის მიაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი).

4.2.  გადაიხადოთ პროდუქციის ღირებულება. კეთილსინდისიერად და დროულად მიიღოთ შეკვეთილი პროდუქცია.

5.  გადახდის წესი

5.1.  სუში ონლაინის შემოთავაზებული პროდუქციის ფასები მოცემულია ვებ-გვერდზე და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. პროდუქციის ფასები არ მოიცავს მიტანის მომსახურების საფასურს.

5.2.  სუში ონლაინის უფლება აქვს შეცვალოს პროდუქციის ფასები აღნიშნულის თაობაზე ვებ-გვერდზე შესაბამისი პროდუქციის ფასების ცვლილების მეშვეობით.

5.3.  შეკვეთილი პროდუქციის ფასი და მიტანის მომსახურების საფასური აისახება თქვენს კალათაში, შეკვეთის დასრულების და თანხის გადახდის მიზნით.

6.  პროდუქცია

6.1.  სუში ონლაინის პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ხარისხის სტანდარტებსა და მოთხოვნებს, იგი დამზადებულია ჰიგიენური ნორმების დაცვით.

6.2.  სუში ონლაინის პროდუქციის შემადგენლობის/ინგრედიენტების შესახებ ძირითადი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე თითოეული პროდუქციის აღწერილობაში, ამასთან, შესაძლებელია, დაწვრილებით ყველა ინგრედიენტის შესახებ ინფორმაცია არ იყოს მოცემული. პროდუქცია შესაძლოა შეიცავდეს ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს, ისეთებს როგორიცაა სეზამი, მიწის თხილი, ზღვის პროდუქტი და სხვა. ამდენად, თქვენ გულდასმით და გულისხმიერად უნდა გაეცნოთ პროდუქციის აღწერილობას და მოცემულ ინგრედიენტებს, რათა გამორიცხოთ ამ პროდუქციის თქვენზე უარყოფითი ზემოქმედების რისკი, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს თქვენი ალერგიული ან/და სხვა სახის დამოკიდებულებით. პროდუქციის უცნობი ან/და თქვენთვის საეჭვო ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით ან საკვების მიმართ თქვენი განსაკუთრებული ან ჩვეულებრივისგან განსხვავებული მოთხოვნილებების არსებობის შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ „სუში ონლაინის“ პროდუქციის შესახებ ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად.

7.  პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

7.1.  თქვენს მიერ „სუში ონლაინის“ მომსახურებით სარგებლობისას, ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მონაცემების დამუშავება ხდება „სუში ონლაინის“ მიერ ვებ-გვერდით შემოთავსებული მომსახურების თქვენი შეკვეთის საფუძველზე განსახორციელებლად.

7.2.  თქვენს მიერ „სუში ონლაინის“ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და ავტორიზაცია ხორციელდება ნებაყოფლობითობის საწყისებზე „სუში ონლაინის“ ვებ-გვერდის მომსახურების მიღების მიზნით.

7.3.  თქვენ უფლება გაქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოთ ინფორმაცია „სუში ონლაინის“ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მათი წაშლა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოქმედებების განხორციელება „სუში ონლაინის“ ოფიციალურ ელ.ფოსტაზე წერილის გაგზავნის მეშვეობით: info@sushionline.ge

8.  დასკვნითი დებულებანი

8.1.  დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8.2.  „სუში ონლაინი“ მოწოდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს შემოთავაზებული მომსახურება.

8.3.  „სუში ონლაინი“ ზრუნავს ვებ-გვერდის მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურების ხარისხის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, ამდენად „სუში ონლაინი“ დაინტერესებულია თქვენი მოსაზრებებით მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.

8.4.  „სუში ონლაინის“ ვებ-გვერდის, მომსახურები ან/და წინამდებარე „მოხმარების წესებსა და პირობების“ შესანებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, კითხვები გამოგზავნოთ „სუში ონლაინის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@sushionline.ge  ან დარეკოთ ნომერზე: +995 322 42 20 20

შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სამუშაო საათებში

სამუშაო საათები: 12:00 - 23:30

ავტორიზაცია

Facebook-ით ავტორიზაცია

ან

დაგავიწყდა პაროლი
რეგისტრაცია

რეგისტრაცია